უპასუხეთ პანდემიას ჰიგიენური სმარტფონით: Cat S42H+
Cat S42H+ წარმატებით აგრძელებს მისი წინამორბედის ფილოსოფიას. გარდა ამისა მის კორპუსში გამოყენებული ახალი ტექნოლოგია დამატებით საიმედოობას გვანიჭებს პანდემიის პირობებში.
Cat S42H+ ანდროიდის ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიაზე - Android 10-ზე მუშაობს, ხოლო მისი 18x9 პროპორციის სინემატიკური ეკრანი საშუალებას გაძლევთ თავისუფალ დროს ფილმების და ვიდეოების ყურებით დატკბეთ.
Cat S42H+ აღჭურვილია ყველა იმ პრაქტიკული ფუნქციით რომელიც სპეციფიკური ყოველდღიური გამოწვევების საპასუხოდ არის საჭირო. მისი ნათელი 5.5 დუიმიანი ეკრანი ღია მზეშიც კითხვადია, ხოლო სენსორზე ინტეგრირებული სპეციალური ტექნოლოგია, სმარტფონზე ხელთათმანით მუშაობის საშუალებას იძლევა.
Cat S42H+ იდეალური სმარტფონია მათთვის ვისაც წყალთან აქვს შეხება. ნუ იღელვებთ ტელეფონის ბედზე, რადგან მას შეუძლია ერთი საათის განმავლობაში 1.8 მეტრამდე სიღრმეში გაძლოს წყალქვეშ. გარდა ამისა შესაძლებელია სმარტფონის სადეზინფექციო ხსნარით გაწმენდა, ხოლო მისი 5.5 დუიმიანი HD+ ეკრანი და 13მპ კამერა წყალქვეშა რეჟიმშიც ფუნქციონირებენ და მუშაობასთან ერთად, გადაღების საშუალებას იძლევიან.
Cat S42H+ ამ სიტყვის სრულფასოვანი მნიშვნელობით გამძლე სმარტფონია, რომელიც აღჭურვილია ექსტრემალურ პირობებში მუშაობისთვის ყველა საჭირო ფუნქციით. მათ შორის გამძლეობის ამერიკული სამხედრო სტანდარტით: MIL SPEC 810G და IP68 და IP69 წყალგამძლეობის სერტიფიკატით, ხოლო Corning® Gorilla® Glass 5-ით დაცული ეკრანი მას დაზიანებისგან იცავს 1.8 მეტრამდე სიმაღლიდან გლუვ ზედაპირზე დავარდნის შემთხვევაში.
*ქსელის სიხშირე შესაძლოა განსხვავდებოდეს, მობილური ოპერატორის სპეციფიკისა და ლოკაციიდან გამომდინარე. ატვირთვის და ჩამოტვირთვის სიჩქარე ასევე მობილურ ოპერატორზეა დამოკიდებული. მომხმარებლისთვის მისაწვდომი მეხსიერება გამოცხადებულზე ნაკლებია პროგრამული უზრუნველყოფის გამო. ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ( სასაუბრო დრო, მოლოდინის რეჟიმი და ა.შ) დამოკიდებულია ისეთ გარემოებებზე, როგორიც არის ქსელი და ტელეფონის მოხმარების ინტენსივობა. შენიშვნა: შესაძლოა სპეციფიკაციაში შევიდეს ცვლილება პირდაპირი გაფრთხილების გარეშე.
1999.00n
1349.00n
2999.00
2699.00n
1299.00n