წესები და პირობები
ზოგადი პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „ქეთვეის“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების (შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას.
შპს „ქეთვეი“ catproducts.ge პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს სთავაზობს ქონების/ნივთის/პროდუქციის/მომსახურების ყიდვის შესაძლებლობას წინამდებარე
„წესებით და პირობებით“
განსაზღვრული პირობებით.
წინამდებარე „წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული შესაბამისად.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით
!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
პირადი ანგარიში (პროფილი)
• ნიშნავს მომხმარებელის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
ავტორიზაცია
• ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.
გამოყენების
წესები
• ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;
ვებგვერდი
• ნიშნავს ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს:
• www.catproducts.ge
კომპანია
,
ჩვენ
ან
ჩვენი
• ნიშნავს შპს „ქეთვეი“, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405142956 რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, ვაკის რაიონი, ყიფშიძის ქ., N 14;
კომპანიის
სერვისი
• კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: რეალიზაციის/მომსახურების განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო სერვისი და სხვა.;
მომხმარებელი, მომხმარებლები, თქვენ -
ნიშნავს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს
•
მყიდველს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) ცალ-ცალკე და ერთად;
გამყიდველი -
იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც კომპანიის პლატფორმა vendoo.ge-ს საშუალებით ახდენს ნივთის/მომსახურების რეალიზაციას.
მხარეები
• ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
მესამე პირი
• ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მომხმარებლისა.
ნივთი/მომსახურება
• გამყიდველის საკუთრებაში არსებული ნივთი/პროდუქტი/ქონება ან მომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის ან გაქირავების მიზნით.
პლატფორმა
• კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
საკონტაქტო
ინფორმაცია
• მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ოპერაცია
• მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
უნივერსალური
იდენტიფიკატორები
• მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მომსახურებებით;
წვდომის
კოდ
(
ებ
)
ი
• კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;
ხელშეკრულება
• მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.
ელექტრონული ხელმოწერა -
პლატფორმის მეშვეობით თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა ან/და ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
სადაც
კონტექსტი
ამის
საშუალებას
იძლევა
,
მხოლობითი
რიცხვის
აღმნიშვნელი
სიტყვები
ნიშნავს
მრავლობითს
და
პირიქით
.
განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე
წესებსა
და
პირობებზე
თანხმობით
,
მომხმარებელი
ადასტურებს და ეთანხმება
,
რომ
:
მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს;
არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელსაც ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებით და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
თანახმაა, პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
არღვევს კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხმარებელს კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.
იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
მომხმარებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
პორტალზე განთავსებული ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე.
მომხმარებლის მიერ პორტალზე განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
პორტალზე ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
შეკვეთის/ორდერის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებით/შეჩერებით დამდგარ შედეგზე.
კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) გახსნა და დახურვა
კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე.
მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:
მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: catproducts.ge;
მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და კონფიდენციალობის პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“)
ამასთანავე, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მომხმარებლის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მომხმარებლის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
გ) მომხმარებელი ამ პუნქტში განსაზღვრული წესით რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებლის პროფილში (შემდგომში „პირადი ანგარიში/პროფილი“) უთითებს საკუთარ სახელს, გვარს, სქესს, პირად ნომერს, მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, იურიდიული პირის შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის მონაცემებს: საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებასა და საქმიანობის სფეროს (კომპანიის მოთხოვნისამებრ); იურიდიული პირის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
რეგისტრაციის დასასრულებლად და პირადი ანგარიშის გასააქტიურებლად მომხმარებელმა სავალდებულო წესით უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას და წინამდებარე წესებსა და პირობებს;
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებგვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;
მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის (პროფილის) დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 1-ით (იხ. დანართი 1 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პოლიტიკა).
აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია - და 1) რომელიც მის მიერ მითითებულია რეგისტრაციისას (ელ-ფოსტის მისამართი) ან/და 2) კომპანიის მიერ მისთვის განსაზღვრული სხვა ნებისმიერი პარამეტრი;
პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას;
სტანდარტული რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი;
მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებით;
მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;
მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისაგან;
მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.
ავტორიზაცია
ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომრით და პაროლის საშუალებით.
პლატფორმაზე ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.
ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა
ნივთის/მომსახურების შერჩევა და შეკვეთის განთავსება
ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ვებგვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი საფასო კატეგორიის, გამყიდველის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
მომხმარებელი „დასტურის“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
მომხმარებელი კომპანიის პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს ვებგვერდზე წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
მომხმარებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშებიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა.
მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების ჩაბარებიდან 05 კალენდარული დღის შემდეგ გამოვლენილ რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში, აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელი მიმართავს მხოლოდ გამყიდველს.
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით, მიხედვით.
მომხმარებლის მიერ კომპანიის პლატფორმის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ პირს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება.
კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
ნივთის/მომსახურების/შეკვეთის ცვლილების, ჩაბარებისა და გაუქმების წესი:
მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
შეძენილი ნივთის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.
თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ ნივთს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.
მომხმარებელი უფლებამოსილია დაფიქსირებული შეკვეთა გააუქმოს შემდეგ შემთხვევებში:
შეკვეთის დაფიქსირებიდან 2 საათის განმავლობაში, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია შეკვეთის (იმავე) დღე.
შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო დღის 12:00 სთ-მდე, თუ შეკვეთის მიტანის/ჩაბარების ვადად განსაზღვრულია 1 ან მეტი სამუშაო დღე.
კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ ყოველგვარი მიზეზის/საფუძვლის გარეშე მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის გაუქმება ნებისმიერ დროს.
მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან 5.2.5. ან 5.2.7 პუნქტების საფუძველით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე. კომპანიის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე არსებული ვალდებულება ითვლება შესრულებულად და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სხვა სახის ვალდებულება გარდა ზემოაღნიშნულისა.
გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს ვებგვერდზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული ნივთის/პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/ნივთის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება ავტომატურად.
გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე მითითებული ნივთის/პროდუქტის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, ნივთის შეძენამდე დაგვიკავშირდით ქოლ-ცენტრის მეშვეობით ნივთთან დაკავშირებით სწორი და უახლესი ინფორმაციის მისაღებად.
ანგარიშსწორების წესი
მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით.
საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან.
მომხმარებელი (მყიდველი) ანაზღაურებს შეძენილი ნივთის/მომსახურების, საკურიერო მომსახურებისა და მის მიერ არჩეული სხვა სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას.
კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველის ფინანსური აგენტი. მომხმარებელის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
კომპანია მომხმარებელის მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებას გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებელის მიერ პროდუქტისა და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
ბარათით კომპანიის პორტალზე/ვებგვერდზე.
ონლაინ განვადებით.
მომხმარებლის მიერ ნივთის დაბრუნების პოლიტიკით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას მომხმარებელსა და კომპანიას შორის ანგარიშსწორება ხორციელდება დაბრუნების პოლიტიკით განსაზღვრული პირობებით.
საგარანტიო პირობები
მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სრულად გამყიდველის პრეროგატივას და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არარსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო.
საგარანტიო პირობების არსებობისას, მომხმარებელის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება უშუალოდ გამყიდველს კომპანიისგან დამოუკიდებლად.
ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ . ჩვენს პლატფორმაზე შესვლითა და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკას.
ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა ეხება თქვენს მიერ შეძენილი ნივთის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში ნივთის დაბრუნების/შეცვლის წესებსა და პირობებს.
პირადი ანგარიშის (პროფილის)დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის (პროფილის) დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 10.3 მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში (პროფილის).
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი ანგარიშის დახურვა. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების დანართი 1-ით (იხ. დანართი 1 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა).
აკრძალული ოპერაციები და მომხმარებლის დამატებითი გარანტიები
კომპანიის პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი ნივთის/მომსახურების შეძენა ან/და გაყიდვა:
ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
პორნოგრაფიული მასალა;
მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
ნივთი ან მომსახურება, რომელიც არ აკმაყოფილებს მისი პორტალზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.
კომპანია უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს აღნიშნული აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული ამკრძალავი დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომხმარებელის პირადი ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაცია ან/და;
ხარვეზის აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროდუქტი/ნივთი/მომსახურება პლატფორმიდან ან/და;
აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
დაბლოკოს/წაშალოს პორტალზე არსებული მომხმარებლის ანგარიში (პროფილის) ან/და;
მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
კომპანია არ აგებს პასუხს:
პროდუქტის ხარისხზე;
საგარანტიო პირობების არსებობისას, საგარანტიო ვადაში გამყიდველის მიერ ასეთი პირობებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასა ან/და არაჯეროვან შესრულებაზე;
ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს და რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს.
კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირი ოპერაციის, ვალდებულების, ან გადასახდელის განსაზღვრასა და გადახდაზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებელსა და გამყიდველს შორის არსებული გარიგებიდან;
მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის/ანგარიშის (პროფილის) გაუქმებამდე.
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
მომხმარებელი ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიისა და გამყიდველის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.
კონფიდენციალობის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალობის პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე ge-ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს 032 2 00 08 08 ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გზით მისამართზე: info@catproducts.ge
მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს +995 511 122712 ვებგვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით), იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის (პროფილის) უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;
ცვლილებების შეტანა
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 2 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე.
ერთიანი ხელშეკრულება
წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
კომუნიკაცია
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანიის ოფიციალური შეტყობინების ხაზი:
ელ-ფოსტა:
info@catproducts.ge
Tel:
მომსახურების ცენტრი +995 511122712
გარდამავალი დებულებები
წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება ან მომხმარებლის ანგარიში (პროფილი) ასეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის პასუხისმგებლობისგან.
კომპანია არ აგებს პასუხს ვებგვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
კომპანიას უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.
თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
დანართი 1 ანგარიშის (პროფილის) დახურვის პროცედურა
თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@catproducts.ge
წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა .
ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/კომპანიის მიმართ.
თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის დახურვასა და მონაცემების წაშლას.
დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით.
კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის.
ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას.
ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები.
ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში (პროფილი) /მონაცემები თუ:
• თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის მიმართ;
• ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით;
• ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
• ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
• არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე;
თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.