საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობები

საათები

 

საათებზე ვრცელდება 12 თვიანი ოფიციალური გარანტია.

 

მობილური ტელეფონები

 

მოცემული გარანტია ვრცელდება CAT-ის ოფიციალურ ტელეფონზე (შემდგომში „პროდუქტი“).  ტერმინი ოფიციალური გულისხმობს მწარმოებელთან შეთანხმებულ დისტრიბუციას. შპს ქეთვეი შემდგომში წოდებული როგორც გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ პროდუქტს, მისი შესყიდვის მომენტში, არ გააჩნია დიზაინის, გამოყენებული მასალისა, თუ ქარხნული დეფექტი. აღნიშნული გარანტია  მოიცავს შემდეგ პირობებს:

 

  1. აღნიშნული გარანტია ეძლევა მხოლოდ პროდუქტის შემსყიდველს (შემდგომში „მომხმარებელი“), თუმცა, გარანტია შესაძლებელია გადაეცეს მესამე პირს, თუ მასზე მოხდება პროდუქტის გადაყიდვა. გარანტია არც გამორიცხავს და არც ზღუდავს შემდეგს:

ა)        მომხმარებლის ნებისმიერ კანონიერ უფლებას

ბ) მომხმარებლის ნებისმიერი ტიპის უფლებას პროდუქტის      გამყიდველის/დილერის მიმართ

 

  1. აღნიშნული გარანტია მოქმედებს პროდუქტის შეძენის 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში  და სამი (3) თვის განმავლობაში აქსესუარებზე (მიუხედავად იმისა, აქსესუარები ტელეფონის კომპლექტში შედის, თუ ცალკეა შეძენილი). გარანტიით სარგებლობისათვის მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს პროდუქტის შეძენის დამადასტურებელი საბუთი. გარანტია მხოლოდ იმ ქვეყანაში მოქმედებს, რომელშიც პროდუქტი იქნა შეძენილი. საგარანტიო მომსახურების ხელმისაწვდომობა და რეაგირების ვადები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით.

 

  1. გარანტიის მოქმედების განმავლობაში, გამყიდველი, ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი, ყველანაირი გადასახადის გარეშე, მე-7-ე მუხლის შესაბამისად, აღადგენენ, ან გამოცვლიან დაზიანებულ პროდუქტს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. შეკეთება/გამოცვლაზე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ფუნქციონალურად ექვივალენტური აღდგენილი/მეორადი ნაწილი.  გამყიდველი მომხმარებელს უკან გადასცემს შეკეთებულ პროდუქტს, ან შეუცვლის მას ფუნქციონალურად ანალოგიური, კარგ და მუშა მდგომარეობაში მყოფი პროდუქტით. შეკეთების შემდგომ გამოცვლილი/დაზიანებული ყველა ნაწილი რჩება გამყიდველის საკუთრებაში.

 

  1. აღნიშნული „გარანტია“ ვრცელდება მხოლოდ პროდუქტის მოწყობილობის კომპონენტებზე და არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფასა, თუ სხვა საშუალებებზე.

 

  1. თუ გამყიდველი შეაკეთებს, ან გამოცვლის პროდუქტს, გამოცვლილი ან/და შეკეთებული პროდუქტისათვის კვლავ ძალაშია საგარანტიო მომსახურება ან დარჩენილი საგარანტიო პერიოდის ხანგრძლივობით.
  2. ნებისმიერი ნაწილის შესაკეთებლად/გამოსაცვლელად ჩაბარებამდე დარწმუნდით, რომ მონაცემები საიმედოდ არის შენახული და, ასევე, კონფიდენციალური, პირადი ან საკუთრების უფლებით დაცული ინფორმაცია წაშლილი გაქვთ. გამყიდველი არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთი ინფორმაციის, თუ პროგრამების (აპლიკაციები) დაზიანებასა ან დაკარგვაზე, რომლებიც სათანადოდ არ იყო შენახული მომხმარებლის მიერ.

 

  1. აღნიშნული „გარანტია“ არ ფარავს შემდეგი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებებს:

ა) პროდუქტის სერიული ნომერი, აქსესუარის თარიღის კოდი - იმეი კოდი, წყლის ინდიკატორი, ან საგარანტიო ლუქი მოხსნილია, წაშლილია, არ იკითხება, შეცვლილია, ან მიუწვდომელია;

ბ) პროდუქტის დეფექტად სახელდება ჩვეულებრივი მოხმარებით გამოწვეული ცვეთა რომელიც შესაბამისობაში არ არის პროდუქტის საგარანტიო პერიოდში მოცემულ ცვეთის სტანდარტებთან.

გ) პროდუქტი არ იქნა მოხმარებული ინსტრუქციის შესაბამისად, ჩატანილი იქნა წყალში ერთ მეტრზე ღრმად 30 წუთზე მეტი ხნით, დიდი ხნით იყო ნესტში, ან ექსტრემალური თერმული, ან სხვა ექსტრემალური გარემო პირობების ზემოქმედების ქვეშ, ან ასეთი ზემოქმედებების სწრაფად ცვლად პირობებში, განიცადა კოროზია, ოქსიდაცია, არა-ავტორიზებული მოდიფიკაცია, ან შეერთება, არა ავტორიზებულად იქნა გახსნილი, ან შეკეთებული, შეკეთებული იქნა არა-ავტორიზებული ნაწილებით, განიცადა სტიქიური მოვლენების ზემოქმედება, ავარია, ან სხვა მსგავსი ზემოქმედება, რომელიც სცდება გამყიდველის კონტროლის ფარგლებს , თუ დაზიანების მიზეზი საწარმოო პროცესი, ან გამოყენებული მასალა არ იყო.  ეს გარანტია არ ფარავს სტანდარტული ცვეთის პირობებში მიღებულ პროდუქტის ზედაპირის ფიზიკურ დაზიანებას, რაც მოიცავს, მაგრამ არ იფარგლება ეკრანის, კამერის ლინზის ნაკაწრებით; ასევე მექანიკური ზეწოლით ან ცვეთით მომძვრალ დეტალებს

დ) ბატარეის მოკლე ჩართვის ზემოქმედებით, ან ბატარეის ლუქის დარღვევის, ან თავად ბატარეის შიგთავსის დარღვევით გამოწვეული დაზიანება, ასევე, თუ ხილულია უხეში ჩარევა/ზემოქმედება ბატარეაზე, ან, თუ ცხადია, რომ ბატარეა არამიზნობრივად იქნა გამოყენებული; ან

ე) დაზიანება გამოიწვია მობილური კავშირის, ან სხვა სისტემის დეფექტურმა ფუნქციონირებამ; ან

ვ) პროგრამული უზრუნველყოფა საჭიროებს განახლებას მობილური კავშირის პარამეტრების ცვლილების გამო; ან

  1. ზ) დეფექტი გამოიწვია მყიდველის მიერ არასანქცირებულ აქსესუართან პროდუქტის შეერთებამ, ან პროდუქტი გამოყენებულ იქნა არამიზნობრივად და გამყიდველს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს, რომ ასეთი დაზიანება თავად პროდუქტის დეფექტი არ არის.

თ) პროდუქტის მუშაობასთან, ან თავსებადობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია სარეგისტრაციო პარამეტრების ცვლილებით, ოპერაციული პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციით, ან მესამე მხარისაგან აპლიკაციების ჩაწერით. ინდივიდუალურად მორგებული ოპერაციული პროგრამული უზრუნველყოფა შესძლოა გახდეს მოწყობილობის გაუმართავი ფუნქციონირების მიზეზი.

 

 

სერვისი მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას თუ კი დამტკიცდა, რომ პროდუქტის დეფექტი არის ქარხნული წუნი, ან თუ ვერ მოხდა პროდუქტის დეფექტის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გამყიდველი არ აკმაყოფილებს პროდუქტის შეკეთების/ჩანაცვლების მოთხოვნებს, თუ მტკიცდება, რომ პროდუქტის დაზიანება გამოიწვია მომხმარებლის დაუდევარმა ან არამართებულმა მოპყრობამ. შესაბამისად, სერვისის მომწოდებლები, პროდუქტის დაზიანების მიზეზის იდენტიფიცირების მიზნით, ეყრდნობიან შემდეგ გზამკვლევს:

 

9.1. ფიზიკური დაზიანება

გარანტია ითვალისწინებს

(ვინაიდან, პროდუქტი შეიქმნა და პოზიციონირდა, როგორც ტელეფონი , რომელიც მსგავს ზემოქმედებას უძლებს)

  • ბზარი ეკრანზე (1.8 მეტრზე ნაკლები სიმაღლიდან, გლუვ ზედაპირზე ერთხელ დავარდნის შედეგად გაჩენილი, თუ პროდუქტს სხვა მნიშვნელოვანი დაზიანებები, გარდა ბუნებრივი ცვეთისა, არ აღენიშნება).

გარანტია არ ვრცელდება კუთხოვან, ჩაღრმავებულ ან ამოღრმავებულ ზედაპირზე დავარდნის შემთხვევაში.

  • თუ კი მოწყობილობას ეკრანზე აღენიშნება ნაკაწრები

 

გარანტია არ ითვალისწინებს

(ვინაიდან, პროდუქტი არ შექმნილა და არ პოზიციონირდება, როგორც ტელეფონი, რომელიც უძლებს ყოველგვარ ზემოქმედებას)

  • სრული დაზიანება - როგორც წესი, დაზიანებულია ეკრანიც და კორპუსიც, სავარაუდოდ, გაცილებით ძლიერი ზემოქმედებით, ვიდრე 1.8 მეტრის სიმაღლიდან გლუვ ზედაპირზე ვარდნა.
  • სრულად დამსხვრეული ეკრანი
  • კორპუსის დაკაწრული და დამტვრეული ნაწილები
  • ფიზიკური ზემოქმედებით გატეხილი და მოღუნული დამაკავშირებლები
  • გატეხილი უკანა ხუფი, ან ხუფის ჩამკეტები
  • დაზიანებული კაუჩუკის ლუქები/ჩამკეტები

 

9.2. წყლის შესვლა და წყლის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება

გარანტია ითვალისწინებს

  • თუ კაუჩუკის ლუქები და ბატარეის ხუფი ხელუხლებელია და პროდუქტის კორპუსზე არ აღინიშნება არავითარი დაზიანება და პროდუქტის მთლიანობა არ არის დარღვეული, მაგრამ მოწყობილობაში შეიმჩნევა წყლის კვალი

გარანტია არ ითვალისწინებს

ა. თუ კაუჩუკის ნებისმიერი ლუქი, ან ბატარეის ხუფი, ან პროდუქტის კორპუსი არის დაზიანებული და მოწყობილობაში აღინიშნება წყლის კვალი.

ბ. თუ დასველების ინდიკატორებით ვლინდება რომ წყალი შესულია ყურსასმენის ან დამტენის ბუდიდან, რაც ნიშნავს რომ დასველების დროს ის მჭიდროდ არ იყო დახურული.

 

პროდუქტის დარუთვით (Root )გამოწვეული დაზიანება

გარანტია არ ითვალისწინებს

(ვინაიდან ეს ითვლება ოპერაციული სისტემის არა ავტორიზებულ მოდიფიკაციად)

  • თუ დაბრუნებულ პროდუქტზე აღინიშნება ე.წ „რუთი“ (Root) (რაც თავის მხრივ, აფერხებს პროგრამული უზრუნველყოფის უკაბელო კავშირის მეშვეობით განახლებას)
  • თუ ე.წ „რუთი“ (Root) არ არის გააქტიურებული, მაგრამ ორიგინალი ოპერაციული სისტემა ნაწილობრივ, ან სრულად არის წაშლილი.

 

  1. თქვენი პროდუქტი შესაძლოა მოიცავდეს ქვეყნისათვის დამახასიათებელ სპეციფიურ ელემენტებს, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფასაც. თუ პროდუქტი გატანილ იქნა სხვა ქვეყანაში, მას შესაძლოა გაყვეს იმ ქვეყნის სპეციფიური ელემენტები, სადაც იქნა შეძენილი, რაც ამ გარანტიის მიხედვით არ განიხილება დეფექტად.

აღნიშნული საგარანტიო პირობების ფარგლებში, ნებისმიერი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, თქვენ უნდა შეატყობინოთ ქვეყანაში არსებულ ავტორიზებულ წარმომადგენელს არსებული დეფექტის თაობაზე.

 

  1. პროდუქტის გაუმართავად ფუნქციონირების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს შემდეგ ქმედებებს:

ა) გადაამოწმოს მომხმარებლისათვის განკუთვნილი ინსტრუქცია და, თუ შესაძლებელია, აღმოფხვრას პრობლემა.

ბ) თუ პრობლემის მოგვარება ზემოთ ხსენებული გზით ვერ ხერხდება, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს დილერს, რომელთანაც შეიძინა პროდუქტი, მიმართოს CAT-ის ტელეფონების ლოკალურ სერვის ცენტრს.

დ) მანამ, სანამ მომხმარებელი CAT-ის ტელეფონების სერვის ცენტრს დაუკავშირდება, უნდა დარწმუნდეს, რომ ხელმისაწვდომი აქვს შემდეგი ინფორმაცია:

  • პროდუქტის მოდელი, სერიული ნომერი და „იმეი კოდი“
  • მომხმარებლის სრული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
  • მომხმარებლის ინვოისის, გადახდის ქვითრის, ან პროდუქტის შესყიდვის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. სერვის-ცენტრი თავად მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებელს იმის თაობაზე, თუ როდის და როგორ უნდა დაბრუნდეს დეფექტური ტელეფონი.

 

 

 

  1. აღნიშნული „გარანტიით“ სრულად არის განსაზღვრული ის საგარანტიო პოლიტიკა, რომელსაც გამყიდველი აწვდის მომხმარებელს. მოცემული გარანტიის ფარგლებში, გამყიდველი არანაირ გარემოებაში არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ტიპის დანაკარგსა, თუ მოგებაზე, დანაზოგების დანაკარგზე, მონაცემთა დაკარგვაზე, იქნება ეს პროდუქტის, ან ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობის ფუნქციის მოშლასთან, თუ არაპირდაპირი, შემთხვევითი, ან შედეგობრივი დანაკარგი/ზარალი, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული. ამ გარანტიის ნებისმიერი პირობის შემთხვევაში გამყიდველის და მისი მომწოდებლის ვალდებულება, განისაზღვრება არა უმეტეს იმ თანხისა, რაც მომხმარებელს მოწყობილობაში აქვს გადახდილი.

 

 

აღნიშნული გარანტია არ ახდენს გავლენას მომხმარებლის კანონიერ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია იმ ქვეყნის საკანონმდებლო სპეციფიკით, სადაც შეძენილ იქნა პროდუქტი და ექვემდებარება შპს ქეთვეის მხრიდან პერიოდულ განახლებას. გთხოვთ, მოინახულეთ ვებ გვერდი www.catproducts.ge, სადაც ხელმისაწვდომია პროდუქტის გარანტიის უახლესი ვერსია.