ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

თანამედროვე ინდუსტრიაში, მათ შორის მძიმე მრეწველობასა, მშენებლობებსა თუ საველე სამუშაოებზე გაჩნდა ისეთი მობილური ტელეფონების საჭიროება, რომლებიც ექტრემალურ და მძიმე კლიმატურ პირობებს გაუძლებდნენ. სწორედ ამისთვის შეიქმნა CAT-ის მობილური ტელეფონები, რომლებმაც უნიკალური თვისებების გამო უმოკლეს ხანში მოიპოვეს პოპულარობა. იმ სფეროების რაოდენობა, სადაც CAT-ის ტელეფონებს მოიხმარდნენ, დროთა განმავლობაში გაიზარდა.

დღესდღეობით CAT-ის მობილურ ტელეფონებს მსოფლიოში მილიონობით განსხვავებული პროფესიის ადამიანი ხმარობს. CAT-ის არმიაში ირიცხებიან, როგორც ინჟინრებიდა საველე მუშაკები, ასევე მონადირეები, მეთევზეები და ექსტრემალური სპორტის მოყვარულები. ჩვენთვის საამაყოა რომ უამრავი ჯარისკაცი თუ პოლიციელი ჩვენი მობილური ტელეფონით სარგებლობს.

ტელეფონს აქვს ინტეგრირებული ბატარეა, რომელზე წვდომაც მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს გააჩნია. იმისათვის რომ ტელეფონი გადატვირთოთ, საჭიროა გახსნათ მეხსიერების და სიმ-ბარათის სლოტი, რომლის უკანა მარჯვენა მხარეს ნახავთ გათიშვის ღილაკს. დააჭირეთ ამ ღილაკს და ტელეფონი გამოირთვება. ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულ რეჟიმში ჩართოთ ტელეფონი.