Cat-ის გამძლე მობილურ ტელეფონებზე გაზრდილ მოთხოვნის გამო, ქართულ ბაზარზე არაოფიციალური პროდუქციის მოხვედრის ალბათობაც გაიზრდა. როგორც წესი ასეთი პროდუქციის იმპორტი ხდება მწარმოებელთან შეთანხმების და ხარისხის კონტროლის გარეშე. ოფიციალური გარანტიის არ ქონის გარდა, არსებობს რისკი, რომ ეს პროდუქცია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებთან არათავსებადი, ან სულაც Refurbished (შეკეთებული) აღმოჩნდება.
ქართველი მომხმარებლის დასაცავად Cat Phones Georgia-მ ორი ტიპის დაცვის მექანიზმი შეიმუშავა:
ამასთან ერთად ჩვენს საიტზე, მუდმივად ახლდება განყოფილება „სად შევიძინოთ?“ სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი პარტნიორების ჩამონათვალს.
მომხმარებლის ფუნდამენტური უფლებაა – იცოდეს რას ყიდულობს, ხოლო თუ ტელეფონი, ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ესე იგი ის არაოფიციალურია.